იბერია 1999, სამგურალი, ნიკოლოზ დადიანი
Aa
Aa

ჩემპიონმა შეცდომა აღარ დაუშვა - იბერიამ წყალტუბოში მოიგო

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დასრულებამდე, მით უფრო დიდია შეცდომის ფასი. „იბერია 1999“-მა რამდენიმე დღის წინ სტუმრად „სპაერთან“ ძვირფასი ქულები დაკარგა, ამჯერად კი იგივე შეცდომა აღარ გაიმეორა და წყალტუბოში ადგილობრივი „სამგურალი“ 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისთან“ და „დინამო ბათუმთან“ ქულათა სხვაობა ოთხამდე გაზარდა, თუმცა „იბერიელებთან“ შედარებით თბილისელებს ერთით, ბათუმელებს კი ორი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

„26 მაისის“ სტადიონზე ერთადერთი და გამარჯვების მომტანი ბურთი მეჩვიდმეტე წუთზე გავიდა, როდესაც გიორგი კუციამ ნიკოლოზ დადიანის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით აიღო მეკარე არსენ სიუკაევის კარი. 32-ე წუთზე კი, მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - ნიკოლოზ სიხარულაშვილის წინააღმდეგ უხეშობისთვის ირაკლი სირაძემ თავდაპირველად ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მთავარმა არბიტრმა „სამგურალის“ შემტევი მოედნიდან გააძევა.

ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, სადაც ადგილობრივი „დინამო ბათუმი“ „რუსთავს“ უმასპინძლებს და ეს მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. მომდევნო ტურის მატჩები კი 24-27 ნოემბრისთვის არის ჩანიშნული.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დინამო ბათუმი მასშტაბურ სამიტზე - საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
    დინამო ბათუმი მასშტაბურ სამიტზე - საერთაშორისო კავშირების გაძლიერება