კოპენჰაგენი, დინამო თბილისი, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

„თბილისში საშინლად ვითამაშეთ და ეს შედეგი ამიტომ მივიღეთ“ - კოპენჰაგენის მწვრთნელი

უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე - თბილისის „დინამოს“ 19-წლამდე გუნდმა საკუთარ სტადიონზე 3:0-ის მოგების შემდეგ, დანიაში „კოპენჰაგენთან“ 0:3 დამარცხდა, თუმცა გამარჯვება პენალტების სერიაში შეძლო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

დანიაში გამართული საპასუხო მატჩი მძიმე გამოდგა. თბილისურ კლუბს პირველ ნახევარში, 44-ე წუთზე ცენტრალური მცველი, ანდრია ნიჟარაძე გაუძევეს. ამ დროს ანგარიში 2:0 იყო და „დინამოს“ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 10 კაცით მოუწია თამაში.

მასპინძლებმა მეორე ნახევარში, 71-ე წუთზე მესამე გოლის გატანაც შეძლეს და ორმატჩიან დუელში ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი ქართველი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და საბოლოოდ, „დინამომ“ თერთმეტმეტრიანებში 5:4 გაიმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „კოპენჰაგენის“ მწვრთნელმა მარცხისგან გამოწვეული იმედგაცრუება ვერ დამალა და ყველაფერი თბილისში გამართულ მატჩს დააბრალა.

„ვფიქრობ, დღეს კარგი მატჩი ჩავატარეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. მეტის მიღწევა შეგვეძლო და გვმართებდა კიდეც, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისში ჩატარებულმა საშინელმა მატჩმა საქმე გაგვირთულა.

თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, შეხვედრის ბედი უფრო ადრე უნდა გადაგვეწყვიტა, რათა საქმე პენალტებამდე არ მისულიყო, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ პირველი ტაიმის მსგავსად, ყველაფერზე ვერ წავიდოდით. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც პენალტების სერიითა და ჩვენი მარცხით დასრულდა, რის გამოც, ბუნებრივია, ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ბიჭებმა აჩვენეს, რომ პირველ მატჩში ცუდი ასპარეზობის შემდეგ ვითარების შემობრუნება და კარგი თამაშის ჩვენება შეუძლიათ. ვიმედოვნებ, რომ ამ გამოცდილებას მომავალშიც გამოვიყენებთ“, - სუნე ჰოლმგრენმა.

ცნობისთვის, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამოს“ 19-წლამდე გუნდის მეტოქე „ფიორენტინა“ იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დრამა დანიაში - დინამომ კოპენჰაგენი პენალტების სერიაში დაამარცხა
    დრამა დანიაში - დინამომ კოპენჰაგენი პენალტების სერიაში დაამარცხა