ჟოზე: “ასე გამარჯვება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია“
ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად აეკი უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.
ჟოზე:
„პირველი მატჩი ბოლო წუთზე მოვიგეთ. რა თქმა უნდა, მირჩევნია, უფრო დამაჯერებლად ვიმარჯვებდეთ, მაგრამ ასეთ შეხვედრებში, როდესაც ყველაფერი ბოლო წუთებში წყდება, გამარჯვება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს საკუთარ თავს ვაქებ, მაგრამ ამ მხრივ გუნდში ყველაფერი სწორად გვაქვს აწყობილი. ფეხბურთელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ და ამისთვის საჭირო გამბედაობაც აქვთ. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ხარისხის მოთამაშეები მყავს. ნამდვილად გამიმართლა.
ჩვეულებრივ, ასეთ დროს ამბობენ, რომ ფავორიტმა ცუდად დაიწყო ან საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა. თუმცა სიმართლეს გეტყვით — ვფიქრობ, AEK-მა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. მათ ჩვეულ დონეს გადააჭარბეს. მათი არაერთი მატჩი გავაანალიზეთ და ეს, ჩემი აზრით, მათი საუკეთესო გამოსვლა იყო. პირველივე წუთიდან მაღალი ინტენსივობით ითამაშეს, ორთაბრძოლები მოიგეს, პირველი და მეორე ბურთების უმეტესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევებზე მუდმივად სახიფათოები იყვნენ“.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბმა მოურინიოს ხელმძღვანელობით, ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 7 მატჩი მოიგო.
მადრიდის რეალი პარი სენ ჟერმენთან ერთად 12 ქულით ჩემპიონთა ლიგის ფაზის ლიდერია. ჟოზეს გუნდი ბურთების უარესი შეფარდების გამო მეორე პოზიციაზეა. შემდეგ ტურში ბლანკოსი პსვ-ს უმასპინძლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს