რაფაელ ნადალი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ახალი ისტორია იწყება - რაფაელ ნადალი რეალის დირექტორთა საბჭოში

მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭომ, ყოფილი ჩოგბურთელი და ლეგენდარული ესპანელი სპორტსმენი რაფაელ ნადალი კლუბის საბჭოს ახალ წევრად წარადგინა. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დელეგატ წევრთა საერთო კრებას გადაეცემა, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.

რაფაელ ნადალი ნადალი „რეალის“ წევრია და კლუბის სიაში 67 778-ე ნომრით ირიცხება.

ესპანელმა ჩოგბურთელმა მადლობა გადაუხადა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და დირექტორთა საბჭოს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის.

„მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და დირექტორთა საბჭოს, რომლებმაც „რეალ მადრიდის“ დირექტორთა საბჭოში გაწევრიანება შემომთავაზეს. ამ წინადადებას დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი. მსურს, ბევრი ვისწავლო და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური წვლილი შევიტანო“.

Quiero agradecer al presidente Florentino Pérez y a la Junta que me hayan propuesto formar parte de la Junta Directiva del @realmadrid. He aceptado esta propuesta con mucha ilusión, ganas de aprender y aportar todo lo que pueda. ???????????? https://t.co/cFBQnUVW6j

— Rafa Nadal (@RafaelNadal) November 4, 2026

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები