„მერაბს ასე რომ გაეკეთებინა, ბრძოლას მოიგებდა...“ - დილაშოუ დვალიშვილი-იანის ჩხუბზე
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეეძლო მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანის დამარცხება.
რას ამბობს დილაშოუ:
„მერაბი აიძულებს მეტოქეს დაიჯეროს, რომ ხელებით იმუშავებს, შემდეგ კი ფეხებში შედის. ამაში ის მსოფლიოში საუკეთესოა და მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. მაგრამ წარმოიდგინეთ, მან თეიქდაუნების გამოყენება დარტყმების მოსამზადებლად რომ დაიწყოს. რატომ არ არის ეს მის არსენალში?
ის კიდევ უფრო უსიამოვნო მეტოქე გახდებოდა, ფეხებში შესვლის იმიტირება რომ დაეწყო. თქვენ ნახეთ, როგორ უწევდა იანს მათგან თავის დაცვა მთელი ტანის მეშვეობით. აიძულე, გააკეთოს ეს და შემდეგ შეუტიე - დაარტყი მუხლი შემხვედრ მოძრაობაზე, ჩართე ფეხით დარტყმები, შეასრულე კომბინაციები ფეხებში შესვლების იმიტირებით.
ახლა ის ხელებით ურტყამს, შემდეგ ცდილობს თეიქდაუნის გაკეთებას და თუ არ გამოსდის - უკან იხევს და აქეთ-იქით მოძრაობას იწყებს. ყველაფერი, რასაც აკეთებ, ზემოდან ქვემოთ მიდის. სცადე პირიქით. ეს რომ გაეკეთებინა, შეეძლო ბრძოლის მოგება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ტრილოგიაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამრის დაბრუნება ვერ შეძლო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს