მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მხოლოდ მან დამამარცხა“ - ომალის მერაბთან ტრილოგია სურს

ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე? ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არც ქართველ მებრძოლს და არც UFC-ს ხელმძღვანელებს, დენა უაითსა და ჰანტერ კემპბელს არ აქვთ, რის გამოც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლები კონკრეტულ საუბარზე უფრო მეტად, ვარაუდების გამოთქმით არიან დაკავებულნი. დაახლოებით ასეთივე კონდიციაშია შონ ომალი, რომელიც თვლის, რომ პიოტრ იანთან სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა, თუმცა არც იმას მალავს, რომ მერაბ დვალიშვილთან კიდევ ერთხელ დაპირისპირება სურს.

შონ ომალი

მერაბ დვალიშვილს ვალი აუცილებლად უნდა დავუბრუნო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ახლა ჩვენი დაპირისპირების ხილვა არავის არ აინტერესებს, თუმცა სამაგიეროდ მე ძალიან მინდა. მსურს შური ვიძიო ქართველზე, რადგან მერაბი ერთადერთია, რომელთანაც UFC-ში დავმარცხდი.

ცნობისათვის, ეს განცხადება „შუგამ“ ბრედლი მარტინის პოდკასტში სტუმრობისას გააკეთა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ომალი მერაბ დვალიშვილს ორჯერ შეხვდა და თუ პირველ შემთხვევაში ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, მეორედ მოწინააღმდეგეს საბმიშენით აჯობა. ისიც სათქმელია, რომ UFC-ში შონი მხოლოდ მერაბთან არ დამარცხებულა და 2020 წლის 15 აგვისტოს მას მარლონ ვერამაც აჯობა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სეხუდო: იანი ჯერ კიდევ არ არის წონაში იდიდესი მებრძოლი, მას ბევრი აქვს დასამტკიცებელი
    სეხუდო: იანი ჯერ კიდევ არ არის წონაში იდიდესი მებრძოლი, მას ბევრი აქვს დასამტკიცებელი