„მერაბმა გაიმარჯვა, ეს აშკარაა“ | ჩეილ სონენმა ტრილოგიაზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ჩეილ სონენი თვლის, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან არ დამარცხებულა. სონენის მიხედვით, „მანქანამ“ ხუთიდან სამი რაუნდი მოიგო და საჩემპიონო ქამარი მას უნდა დარჩენოდა.
„ვფიქრობ, ამ ბრძოლაში მერაბმა გაიმარჯვა. დვალიშვილმა მოიგო — ეს აშკარაა და მან ხუთიდან სამი რაუნდი წაიღო. იანის გამარჯვება მესამე რაუნდში, კორპუსში განხორციელებულმა დარტყმამ განაპირობა, მაგრამ მოდით ვნახოთ, წესებში რა წერია და როგორ ფასდება ეს დარტყმა.
წესებში მიყენებულ ზიანზეა საუბარი. არ უარვყოფ, რომ ეს კარგი დარტყმა იყო, მაგრამ წესებში „კარგ დარტყმაზე“ არაფერი წერია. იანის დარტყმა მტკივნეული იყო, მაგრამ არც „მტკივნეულ დარტყმაზე“ წერია რამე წესებში. ხაზგასმით მხოლოდ ერთი რამაა აღნიშნული — მიყენებული ზიანი. ვთვლი, რომ მერაბმა ხუთიდან სამი რაუნდი მოიგო და შემიძლია, ნებისმიერ მსურველთან ამაზე ჩემს პოდკასტში ვისაუბრო“.
შეგახსენებთ, რომ იანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და მას ბოლო სამი რაუნდი მისცეს. ყველაზე თანაბარი რაუნდი სწორედ მესამე გახლდათ და მერაბის მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი თვლის, რომ ეს რაუნდი 10-10 უნდა შეეფასებინათ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს