თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

„დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდში ბრწყინავს“ | Footmercato-მ თორნიკე კვარაცხელიაზე დაწერა

„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „კოპენჰაგენს“ ეთამაშება. ქართულმა კლუბმა პირველი შეხვედრა საშინაო კედლებში გამართა და 3:0 მოიგო.

„დინამო თბილისის“ რიგებში საუკეთესო თორნიკე კვარაცხელია იყო, რომელმაც დუბლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის თამაში ფრანგულ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია. თორნიკეზე ჯერ Sofoot-მა დაწერა, შემდეგ კი მას სტატია Footmercato-მ მიუძღვნა.

„პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას სერიოზულ ტრავმას გლოვობს. ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო, ის რამდენიმე თვეს გამოტოვებს. ეს საქართველოს ეროვნული გუნდისთვის განსაკუთრებული დარტყმაა და ნოემბრისა და მარტის სანაკრებო შეხვედრებს ჯვაროსნები თავიანთი სუპერვარსკვლავის გარეშე გამართავენ. თუმცა, ქართველი ხალხი მთლად კვარაცხელიას გარეშე არ არის დარჩენილი — ხვიჩას უმცროსი ძმა, თორნიკე დინამო თბილისში ბრწყინავს.

მარცხენა გარემარბად მოთამაშე თორნიკეს ხვიჩას მსგავსი სტილი აქვს. იგი დინამო თბილისის პირველ გუნდში უნარებს იუმჯობესებს და, პარალელურად, 19-წლამდელთა გუნდში, უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობს. ოთხშაბათს, კოპენჰაგენის წინააღმდეგ მას დომინანტური გამოსვლა ჰქონდა. თორნიკემ ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა. მისმა გუნდმა 3:0 გაიმარჯვა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეს დონე თორნიკესთვის ძალიან მარტივია, რადგან ის უკვე პროფესიონალური ფეხბურთისთვის არის მზად და ამას ამტკიცებს კიდეც. ახლა მასზეა დამოკიდებული, რომ საქართველოს დატოვებამდე გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდეს. ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივში 18 წლის შესრულების შემდეგ გადავიდა. თორნიკეს, რომელიც 2010 წელს დაიბადა, კიდევ ერთი წელი ექნება, რაც საშუალებას მისცემს, ქვეყნისთვის საკვანძო ფეხბურთელი გახდეს“, — წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, „დინამო თბილისისა“ და „კოპენჰაგენის“ განმეორებითი შეხვედრა დანიაში, 4 ნოემბერს გაიმართება. „კოპენჰაგენის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „დინამო თბილისი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო
    „დიდი როლი ითამაშა, ძალიან კარგი იყო“ | ვან დაიკმა მამარდაშვილი შეაქო