გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ისეთი თამაში აჩვენა, როგორსაც მისგან ელოდნენ“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე

გასულ ღამეს, ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა, რითაც მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში მეორედ, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მატჩის მთავარი გმირი გახდა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მერსისაიდულმა გუნდმა 6:5 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ „ლივერპულთან“ დაახლოებულმა სააგენტოებმა და ფან-გვერდებმა ქართველი მეკარის თამაში შეაფასეს.

Rousingthekop – 6 ქულა: ფეხით თამაშისას ძალიან დაუდევარი იყო. მეორე ტაიმში უწყინარი უკან დაბრუნებული პასის შემდეგ, ბურთი ფეხქვეშ ლამის გაატარა, წინ გამოსვლისას კი ბურთთან უხეში შეხებით „ჩელსის“ ლამის შორიდან დარტყმის შანსი მისცა. მან შეცდომა ახლო კუთხეში მარკო პალესტრას დარტყმულის შესანიშნავი მოგერიებით გამოასწორა და პენალტების სერიაში უმნიშვნელოვანესი სეივი შეასრულა, რითაც „ლივერპული“ თამაშში დატოვა.

Thisisanfield – 7 ქულა: მორგან როჯერსის პენალტის მოგერიების შანსი არ ჰქონია, თუმცა შეტევაში მოთამაშე ნახევარმცველს საკმაოდ კარგი სეივი აუღო მაშინ, როცა ყველამ თამაში შეაჩერა. მოგვიანებით, მეორე ტაიმში, პედრო ნეტუს რამდენიმე სტანდარტული დარტყმა მოიგერია, მარკო პალესტრასგან კი ერთი ძალიან კარგი სეივი შეასრულა. კარგი თამაში აჩვენა - ზუსტად ისეთი, როგორსაც მისი კლასისა და საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სათადარიგო მეკარისგან მოელოდნენ. ემანუელ ემეგას წინააღმდეგ ნახტომში გადამრჩენელი მოგერიება შეასრულა და საკუთარ გუნდს პენალტების სერიის მოსაგებად პლატფორმა შეუქმნა.

Rushthekop – 6.9 ქულა: მორგან როჯერსმა პენალტის დროს ბურთი საპირისპირო კუთხეში გაგზავნა და შანსი არ ჰქონია. თუმცა, ბურთს კარგად ანაწილებდა და რამდენიმე კარგი სეივი შეასრულა. 78-ე წუთზე პალესტრას დარტყმული მოიგერია. აიღო ემეგას პენალტი, რამაც „წითლებს“ მეოთხედფინალში გასვლის შანსი მისცა.

Anfieldagenda - 8 ქულა: ძირითად დროში მის კარში დანიშნულ ერთადერთ პენალტზე ვერაფერი გააწყო, თუმცა შეხვედრის დარჩენილი ნაწილი ბრწყინვალედ ჩაატარა. მათ შორის, მეორე ტაიმში რამდენიმე რთული მოგერიება შეასრულა და „ლივერპული“ თამაშში დატოვა.

Goal.com – 8 ქულა: როჯერსის პენალტზე შანსი არ ჰქონია, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში „ჩელსის“ გარემარბის დარტყმული ოსტატურად მოიგერია, 78-ე წუთზე კი პალესტრას ბურთის გატანის საშუალება არ მისცა. მან ემეგას პენალტი მოიგერია და პენალტების სერიაში, „ლივერპული“ თამაშში დატოვა.

ცნობისთვის, ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩიც ინგლისის ლიგის თასზე ჩაატარა, სადაც მისმა გუნდმა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ 3:1 გაიმარჯვა. 1/4 ფინალში ლივერპული „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება. მატჩი 12 დეკემბერს, „ენფილდზე“ გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვუთხარი, რომ ეს უნდა გაეთვალისწინებინა...“ - რა თქვა ირაოლამ მამარდაშვილზე
    „ვუთხარი, რომ ეს უნდა გაეთვალისწინებინა...“ - რა თქვა ირაოლამ მამარდაშვილზე