მამუკელაშვილის 13 ქულა - ლეიკერსმა კლიპერსს მოუგო
სანდრო მამუკელაშვილი ნელ-ნელა „ლეიკერსის“ შემადგენლობას უშინაურდება და სულ უფრო მეტ სათამაშო წუთებს იღებს, რაც 27 წლის ქართველი კალათბურთელის შედეგიანობაზეც აისახება. მართალია „კლიპერსთან“ (103:87) მოგებულ შეხვედრაში სანდრომ თავისი ერთ-ერთი მთავარი კოზირი სამქულიანები საერთოდ ვერ გამოიყენა და პერიმეტრიდან ნასროლი ხუთი ტყორცნიდან ვერც ერთი ვერ ჩააგდო, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 13 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. „ლეიკერსის“ ქართველმა ლეგიონემა 10-დან 6 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, რვიდან ოთხი მოხსნა თავდასხმაში თამაშისას განახორციელა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 4 მოგებითა და 1 წაგებით „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები „გოლდენ სტეიტთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით, 31 ოქტომბერს, დილის 6 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს