ისლამ მახაჩევი, ჰენრი სეხუდო, ხავიერ მენდესი, კარლოს პრატესი
Aa
Aa

„ისლამის მემკვიდრეობას წავშლი“ - პრატესი მახაჩევს დაემუქრა

„ისლამ, შენ რომ სპორტული გატაცება გქონდეს და სპორტული პრინციპებით ხელმძღვანელობდე, იანვარში დივიზიონის ნომერ პირველ პრეტედენტთან იჩხუბებდი. მახაჩევის მემკვიდრეობას რამეს კი არ დავამატებ, არამედ გავანადგურებ - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“ - ეს განაცხადა კარლოს პრატესმა გააკეთა, რომელიც იანვარში დროებითი საჩემპიონო ქამრისთის მაიკლ მორალესთან იჩხუბებს. ისლამთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარები გააკეთეს მისმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა და UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ.

ხავიერ მენდესი

რამდენად დიდხანს იქნება მახაჩევი წონის ჩემპიონი? რამდენი ხანიც მოუნდება. ვოლკანოვსკი 38 წლის და ხომ ნახეთ მისი ბოლო ბრძოლა როგორი შთამბეჭდავი იყო? არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ისლამი იგივეს ვერ გააკეთებს, რადგან მას იდეალური ჯანმრთელობა აქვს.

ჰენრი სეხუდო

ისლამ მახაჩევი ამ შემთხვევაში სულიად მართალია. მის ადგილზე რომ ვიყო, მეც იგივე კითხვას დავსვამდი: „რატომ უნდა მეჩხუბოს მე პრატესი და არა მორალესს? ნება მომეცით, ჯერ მათ გაარკვიონ უძლიერესი“. გულშემატკივრებისთვის უფრო კარგი სანახავი სწორედ კარლოსისა და მაიკლის ჩხუბი იქნება და შეკითხვას, ვინ უფრო იმსახურებს ჩემპიონთან ჩხუბს, პასუხი საბოლოოდ გაეცემა.

ცნობისათვის, ისლამ მახაჩევი ბოლოს ოქტაგონში აგვისტოში შევიდა და ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარი პირველივე ცდაზე წარმატებით დაიცვა - დაღესტნელმა ირლანდიელი იან მაჩადო გარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება კარლოს პრატესს, მან ჯეკ დელა მადალენა ნოკაუტში გაგზავნა, ხოლო მაიკლ მორალესმა შონ ბრედი დააფინიშა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მორალესს დავანოკაუტებ და შენ პენსიაზე გაგიშვებ | პრატესმა მახაჩევს მშიშარა უწოდა
    მორალესს დავანოკაუტებ და შენ პენსიაზე გაგიშვებ | პრატესმა მახაჩევს მშიშარა უწოდა