მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ეს მანქანა არასდროს ფუჭდება, მალე შევხვდებით!“ - მერაბის განცხადება

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან სატიტულო ბრძოლის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

რას წერს დვალიშვილი:

„მოგესალმებით ყველას! უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს, რადგან მან ნამდვილად დამლოცა და მადლიერი ვარ! შემდეგ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს სეკუნდანტებს მათი დახმარებისა და თავდადებისთვის. მადლობელი ვარ ჩემი ვეგასელი თანაგუნდელებისა და სავარჯიშო პარტნიორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ და მაქსიმუმისკენ მიბიძგებდნენ. ასევე დიდი მადლობა ჩემს ნიუ-იორკის გუნდს და ყველა ჩემს ბიჭს ნიუ-იორკიდან/ლონგ-აილენდიდან! მადლობა UFC-ს, რომ ყოველთვის მაძლევს ამ შესაძლებლობებს! ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი - ჩემი ოჯახი, მეგობრები და გულშემატკივრები - თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს! მოუთმენლად ველი გალიაში დაბრუნებას და იმ საქმის კეთებას, რაც მიყვარს! ჯანმრთელად და მოტივირებულად ვარ და მალე დავბრუნდები! ეს მანქანა არასდროს ფუჭდება! მალე შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ იანისა და დვალიშვილის ჩხუბში სამივე მსაჯმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირა - პირველი და მეორე რაუნდი მერაბმა წაიღო, მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდი კი იანს მისცეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა
    „გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა