„უნიკალური მოთამაშეა“ | ტრეზეგეს განმარტება, თუ რატომ გაუჭირდება კვარას ოქროს ბურთის მოგება
საფრანგეთის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე Le Parisien-ს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ესაუბრა. ტრეზეგემ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალური ფეხბურთელი უწოდა, თუმცა დასძინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენის გამო, მას პრესტიჟული ჯილდოს მოგება გაუჭირდება.
„ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ხარისხს ნეაპოლში ყოფნის დროსაც აჩვენებდა, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერის შემდეგ დაამტკიცა, რომ გამორჩეული ფეხბურთელია. მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.
კვარაცხელიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მომავალში „ოქროს ბურთი“ მოიგოს, თუმცა ეროვნული ნაკრების გამო, ეს მისთვის ბევრად რთული იქნება. ის უნიკალური ფეხბურთელია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ვერ აჩვენა“.
ტრეზეგეს ფავორიტები ჰარი კეინი და კილიან მბაპე არიან. როგორც ყოფილი თავდამსხმელი, 49 წლის ფრანგი მათკენ გატანილი გოლების რაოდენობის გამო იხრება, თუმცა თვლის, რომ წელს „ოქროს ბურთის“ მოგების გამოკვეთილი კანდიდატი არავინაა.
შეგახსენებთ, რომ The Athletic-ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში კვარაცხელია მეშვიდე ადგილს იკავებს. იგივე პოზიციაზეა Goal-ის ვერსიითაც, ხოლო GiveMeSport-მა მას მე-11 პოზიცია მიაკუთვნა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს