მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„რაც ამ ბრძოლაში ვიხილეთ, შთამბეჭდავია“ - მასვიდალმა აღფრთოვანება ვერ დამალა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა და ბრძოლის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

რას ამბობს მასვიდალი:

„მგონია, რომ მათ ერთმანეთს ბევრი რამ წაართვეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის შემდეგ ისინი ძველებურები დარჩებიან... მაგრამ, ჯანდაბა, ამის ნახვას კიდევ ერთხელ ვისურვებდი (იცინის).

ისინი ერთმანეთს უპირატესობის ერთ ინჩსაც კი არ უთმობენ. თავისი ოსტატობით ორივე საგრძნობლად უსწრებს დანარჩენებს... ის, რაც ამ ბრძოლაში ვიხილეთ, შთამბეჭდავია“.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანი და მერაბ დვალიშვილის ტრილოგია აბუ-დაბიში, UFC 333-ზე შედგა და სამწუხაროდ, იანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, რითაც ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა
    „გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა