Le Parisien-ის გამოკითხვის შედეგები | ოქროს ბურთი კვარას უნდა მოეგო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მეექვსე პოზიცია დაიკავა. „კვარას“ მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთისთვის სარეკორდოა, თუმცა Le Parisien-ის მკითხველებს მიაჩნიათ, რომ ის გაცილებით მაღლა უნდა ყოფილიყო.
ორი თვის წინ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ საკუთარ მკითხველს ნომინანტები წარუდგინა და სთხოვა, მათგან ტოპ 5 შეერჩიათ. „კვარა“ საუკეთესო ხუთეულში გამოკითხულთა 53.2-მა პროცენტმა შეიყვანა, რაც უმაღლესი მაჩვენებელია და Le Parisien-ის მომხმარებელთა აზრით, „ოქროს ბურთი“ სწორედ მას უნდა მოეგო.
მეორე ადგილზე კილიან მბაპე იმყოფება, რომელიც ტოპ 5-ში 45.4-მა პროცენტმა შეიყვანა. მბაპეს შემდეგ ჰარი კეინი მოდის — 40.1%. ლამინ იამალი მეოთხე პოზიციაზეა — 37.7%, ხუთეულს კი უსმან დემბელე ასრულებს — 35.8%.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ადგილები ასე განაწილდა — 1) ჰარი კეინი, 2) კილიან მბაპე, 3) ლამინ იამალი, 4) როდრი, 5) ლიონელ მესი, 6) ხვიჩა კვარაცხელია, 7) უსმან დემბელე, 8) ერლინგ ჰოლანდი, 9) მაიკლ ოლისე, 10) ფაბიან რუისი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს