ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

„რომ არა მსოფლიო ჩემპიონატი, ოქროს ბურთს მოიგებდა“ - გუტიმ კვარაზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გუტიმ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. ვეტერანმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ქართველ შემტევს არ გაუმართლა, რადგან, რომ არა მსოფლიო ჩემპიონატი, 2026 წელს ამ ჯილდოს სწორედ ის მოიგებდა.

რას ამბობს გუტი:

„არ მინდოდა კვარაცხელია გამომრჩენოდა. ვფიქრობ, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც, მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ ყოფილიყო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მარტივად მოიგებდა ამ ჯილდოს. ვფიქრობ, მისთვის შესანიშნავი წელი იყო - ჩემპიონთა ლიგის MVP გახდა. ასე რომ, მისთვის სამწუხაროდ, მისი ნაკრები ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და შესაბამისად, ვერ შეძლო კარგი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 2026 წელს ოქროს ბურთის კანდიდატთა საუკეთესო ათეულში მოხვდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ხვიჩასთვის მიძღვნილი გოლი და დამაჯერებელი გამარჯვება ლიონთან
    ხვიჩასთვის მიძღვნილი გოლი და დამაჯერებელი გამარჯვება ლიონთან