ჰარი კეინი
Aa
Aa

2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების შემტევი, ჰარი კეინი გახდა. გადაწყვეტილება ოფიციალურად ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სამეულში ჰარი კეინმა ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან კილიან მბაპე და ლამინ იამალი. ამასთან, მაიკლ ოუენის შემდეგ ის პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება მოახერხა. ოუენმა ეს ჯილდო 2001 წელს ჩაიბარა.

ამასთან, გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ:

  • 2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლამინ იამალი.
  • 2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში - პერე რომეუ.
  • 2026 წლის საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცებში - ლუის დე ლა ფუენტე.
  • 2026 წლის საუკეთესო ქალი მეკარე - კატა კოლი.
  • 2026 წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე - უნაი სიმონი.
  • 2026 წლის საუკეთესო გუნდი გოგონებში - ბარსელონა.
  • 2026 წლის საუკეთესო გუნდი მამაკაცებში - პარი სენ-ჟერმენი.
  • 2026 წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ჰარი კეინი.
  • 2026 წლის საუკეთესო ოქროს ბურთის გამარჯვებული გოგონებში - ალესია პუტელიასი.
  • 2026 წლის საუკეთესო ოქროს ბურთის გამარჯვებული კაცებში - ჰარი კეინი.

ოქროს ბურთის რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გადანაწილდა:

  1. ჰარი კეინი
  2. კილიან მბაპე
  3. ლამინ იამალი
  4. როდრი
  5. ლიონელ მესი
  6. ხვიჩა კვარაცხელია
  7. უსმან დემბელე
  8. ერლინგ ჰოლანდი
  9. მაიკლ ოლისე
  10. ფაბიან რუისი

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „რომ არა მსოფლიო ჩემპიონატი, ოქროს ბურთს მოიგებდა“ - გუტიმ კვარაზე ისაუბრა
    „რომ არა მსოფლიო ჩემპიონატი, ოქროს ბურთს მოიგებდა“ - გუტიმ კვარაზე ისაუბრა