ტრიუმფატორი ბუნდესლიგიდან 30 წლის შემდეგ - მეხუთე ინგლისელი გამარჯვებული
ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო ინგლისელმა ფეხბურთელმა 25-წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ მოიპოვა - ჰარი კეინმა „ოქროს ბურთის“ პრიზი რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 33 წლის ფორვარდმა „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, 36 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, საერთაშორისო ასპარეზზე კი ტიტული არ მოუგია.
ბოლო ფეხბურთელი კეინამდე, ვისაც გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშისას ჰქონდა ეს ჯილდო მიღებული, დორტმუნდის „ბორუსიას“ წარმომადგენელი მათიას ზამერი იყო, რომელმაც ამის გაკეთება 1996 წელს მოახერხა. უშუალოდ „ბაიერნის“ მოთამაშეს კი ბოლოს ეს პრიზი 1981 წელს ჰქონდა მიღებული და მაშინ ეს პატივი წილად კარლ-ჰაინც რუმენიგეს ხვდა. კალემდე კი „რეკორდმაისტერის“ წევრებიდან ჯილდო ორჯერ ფრანც ბეკენბაუერმა, ერთხელ კი გერდ მიულერმა მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი გახდა რიგით მეხუთე ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში გაიმარჯვა - სხვადასხვა პერიოდში „ოქროს ბურთი“ სტენლი მეტიუზს, ბობი ჩარლტონს, კევინ კიგანს და მაიკლ ოუენს ჰქონდათ მოგებული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს