ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa
1 კომენტარი

„ამ გამარჯვებას კვარას ვუძღვნით“ - ენრიკე ლიონთან მატჩის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, „ლიონთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა.

რა თქვა ენრიკემ:

„განსაკუთრებით ბედნიერი იმ ფეხბურთელების გამო, რომლებმაც გოლი გაიტანეს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მინდა ეს გამარჯვება კვარას მივუძღვნა. ჩვენ მისით ძალიან ვამაყობთ. გულშემატკივრებმა თავიანთი მხარდაჭერა დააფიქსირეს. როგორც გუნდი, კვლავაც მოტივირებულები ვართ, რომ მოგება განვაგრძოთ. მაგრამ ეს გამარჯვება სპეციალურად კვარასთვისაა“.

„ლიონის“ წინააღმდეგ ანგარიში 72-ე წუთზე სენი მაიულუმ გახსნა და გოლი ხვიჩას სტილში არნიშნა. 84-ე წუთზე კი მიკა გოდტსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ასევე, შეხვედრის დაწყებამდე პსჟ-ს გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერი ბანერიც გამოფინეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგურ მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მინიმუმ 9 თვე ვერ შეძლებს თამაშს. ქართველი შემტევი უახლოეს დღეებში კატარის დედაქალაქ დოჰაში ოპერაციას გაიკეთებს.

კომენტარები 1

  1. თამაზ ყაველაშვილი

    ვილოცოთ ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელებისა და ჩვეული სათამაშო ფორმის აღდგენისათვის!

    პასუხიშეტყობინება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩასთვის მიძღვნილი გოლი და დამაჯერებელი გამარჯვება ლიონთან
ხვიჩასთვის მიძღვნილი გოლი და დამაჯერებელი გამარჯვება ლიონთან