„წელს არჩევნის გაკეთება ძალიან რთული იყო“ - რა თქვა კეინმა ოქროს ბურთის მოგების შემდეგ
მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, „ოქროს ბურთის“ ჯილდოს მოგების შემდეგ კომენტარი ადგილობრივ პუბლიკასთან გააკეთა.
რა თქვა კეინმა:
„სიტყვები თითქმის არ მყოფნის. საბედნიეროდ, თან ეს ფურცელი მაქვს.
მადლობა France Football-სა და „ოქროს ბურთს“ ამ გასაოცარი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ის ფაქტი, რომ ღონისძიება ლონდონში იმართება, მას განსაკუთრებულს ხდის. ეს კარგ ნიშნად მოჩანდა, ასე რომ, დიდი მადლობა.
მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. წარმომიდგენია, წელს როგორი რთული არჩევანი იყო. ჩემ წინააღმდეგ შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, მათ შორის ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი და რამდენიმე მსოფლიო დონის მოთამაშე, რომლებიც დღეს აქ იმყოფებიან.
მინდა მადლობა გადავუხადო „ტოტენჰემს“. „ტოტენჰემის“ გარეშე ვერ მივაღწევდი იმას, რაც ახლა მაქვს. იქ 11 წლიდან ვიყავი და კლუბი, ისევე როგორც ყველა მწვრთნელი, მეხმარებოდა ოცნებების ახდენაში. ყველა ამ მოგონებამ, აღმასვლამ და დაცემამ მიმიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვიმყოფები“.
სამეულში ჰარი კეინმა ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან კილიან მბაპე და ლამინ იამალი. ამასთან, მაიკლ ოუენის შემდეგ ის პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება მოახერხა. ოუენმა ეს ჯილდო 2001 წელს ჩაიბარა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს