ხვიჩასთვის მიძღვნილი გოლი და დამაჯერებელი გამარჯვება ლიონთან
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე ლიონს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც პსჟ-მა გამართა და სასიამოვნოა, რომ ორივე გოლი ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნეს.
ანგარიში 72-ე წუთზე სენი მაიულუმ გახსნა და გოლი ხვიჩას სტილში არნიშნა. 84-ე წუთზე კი მიკა გოდტსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ასევე, შეხვედრის დაწყებამდე პსჟ-ს გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერი ბანერიც გამოფინეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგურ მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მინიმუმ 9 თვე ვერ შეძლებს თამაშს. ქართველი შემტევი უახლოეს დღეებში კატარის დედაქალაქ დოჰაში ოპერაციას გაიკეთებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს