იბერია 1999, გიორგი ბერიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ზვიად ნაჭყებია, დიეგო დეისაძე, ქუთაისის ტორპედო, ამირან ძაგანია
Aa
Aa

იბერიამ ტორპედო დაამარცხა - საჩემპიონო რბოლა გრძელდება

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 30-ე ტური დღეს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული მატჩით დასრულდა და ოქროს მედლებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999“-მა საკუთარ სტადიონზე კრიზისში მყოფი ქუთაისის „ტორპედო“ 3:2 დაამარცხა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ „დინამო ბათუმთან“ ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

პირველი ნახევარი მასპინძლებმა სამბურთიანი სხვაობით მოიგეს. მე-17 წუთზე ანგარიში ულამაზესი დარტყმით ზვიად ნაჭყებიამ გახსნა, ხოლო ზუსტად 10 წუთში სტუმართა საჯარიმოში არსებული არეულობით კარგად ამირან ძაგანიამ ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი, გიორგი ბერიძემ „იბერიას“ შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი გაიტანა. მეორე ტაიმი „ტორპედოს“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ოთხმაგი ცვლილებით დაიწყო, თუმცა ქუთაისელთა მიერ გატანილი გოლები არა დირკ შუსტერის სწორი კორექტივების, არამედ მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელთა შეცდომებით იყო განპირობებული.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 30 ტურში დაგროვებული 56 ქულით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილს „დინამო ბათუმი“ ლიდერობს, რომელიც მეორე პოზიციაზე მყოფ „იბერია 1999“-ს მხოლოდ ქულით უსწრებს, მესამეადგილოსან „დინამოს“ კი 54 ქულა აქვს. მომდევნო, რიგით 31-ე ტურის შეხვედრები 31 ოქტომბერსა და 1-2 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დილას მოულოდნელი მარცხი - მეშახტემ შანსი შეინარჩუნა
    დილას მოულოდნელი მარცხი - მეშახტემ შანსი შეინარჩუნა