მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„ფრე უნდა დასრულებულიყო, მესამე რაუნდში 10-10-ს დავწერდი“ | ალჯო მერაბის ტრილოგიაზე

მერაბ დვალიშვილის მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა „მანქანისა“ და პიოტრ იანის ტრილოგია შეაფასა. სტერლინგმა განსაკუთრებული ყურადღება მესამე რაუნდს დაუთმო და აღნიშნა, რომ მსაჯებთან მიმართებით, ქულების დათვლის მხრივ, კითხვის ნიშნები არსებობს.

„მესამე რაუნდის გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან სუბიექტური რამაა. ერთ მებრძოლს ბევრი დარტყმა ჰქონდა, მეორემ კი ორი ძლიერი დარტყმა განახორციელა და ისე გამოდის, რომ ეს საკმარისია, რათა მთლიანი რაუნდი წაიღოს. სუბიექტური საკითხია.

ვიცი, ხალხი ამბობს, რომ ქულები მიყენებული ზიანის მიხედვით იწერება და ამას ვეთანხმები, მაგრამ სხვა, მანამდე მიყენებული ზიანი სად მიდის? თან ისეთი დარტყმა არ ყოფილა, რომლის შემდეგაც მერაბი ნოკდაუნში აღმოჩნდა ან თავის შემაგრება გაუჭირდა. ძალიან უცნაურია.

ბრწყინვალე ორთაბრძოლა იყო და მესამე რაუნდის მოგების შანსი 50/50-ზე გახლდათ. პირადად მე, ამ რაუნდში 10-10-ს დავწერდი და ჩხუბს ფრედ დავასრულებდი, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. არ მგონია, ამ ჩხუბში რომელიმე მებრძოლი გაცილებით გამორჩეული ყოფილიყო, თუმცა იანმა ბრძოლა ძალიან მაგრად დაასრულა".

ცნობისთვის, დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მერაბს სამივე მსაჯმა პირველი და მეორე რაუნდი მისცა, მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდები კი იანმა წაიღო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    საბოლოო სია ცნობილია - რომელი ადგილი დაიკავა ხვიჩამ ოქროს ბურთის რეიტინგში
    საბოლოო სია ცნობილია - რომელი ადგილი დაიკავა ხვიჩამ ოქროს ბურთის რეიტინგში