ხვიჩა კვარაცხელია, ვახტანგ სალია
Aa
Aa

გოლი კვარას სტილში აღნიშნა | სალიამ ნიუკასლის 21-წლამდე გუნდს მოაგებინა

ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ის მორიგ ტურში „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდი „სანდერლენდის“ 21-წლამდელთა გუნდს „სენტ ჯეიმს პარკზე“ დაუპირისპირდა. „კაჭკაჭებმა“ 3:2 მოიგეს და გამარჯვების გოლი ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ სალიას ანგარიშზეა.

სალიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. „ნიუკასლმა“ წონასწორობა ორჯერ აღადგინა, 85-ე წუთზე კი სალიას ჯერი დადგა, რომელმაც მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო — 3:2.

19 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგა 2-ში თავი მეორედ გამოიჩინა და გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა, რომელმაც „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. სალია მუხლებზე გასრიალდა და შემდეგ კამერის წინ „კვარას“ საფირმო აღნიშვნით გამოჩნდა.

ცნობისთვის, ყველა ტურნირის ეგიდით, სალიას მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა აქვს გამართული და 4 გოლის გატანა მოასწრო. ახალგაზრდა ფორვარდმა ლიგის ეროვნულ თასზე 1 ბურთი შეაგდო, ინგლისის ლიგის თასზე თავი ასევე ერთხელ გამოიჩინა, ხოლო პრემიერ ლიგა 2-ში — ორჯერ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დღეს კვარასთვის გავიმარჯვეთ“ | პსჟ-ის მხარდაჭერა ხვიჩას და მაიულუსა და გოდტსის კომენტარები
    „დღეს კვარასთვის გავიმარჯვეთ“ | პსჟ-ის მხარდაჭერა ხვიჩას და მაიულუსა და გოდტსის კომენტარები