ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა | პსჟ-მ განცხადება გაავრცელა

ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა — ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას პსჟ ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ დოჰაში, „ასპეტარის“ კლინიკაში, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო წარმატებული ოპერაცია ჩაიტარა. ახლა ის სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს“, — ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში, „ბარსელონასთან“ მატჩში გაიწყვიტა. სამწუხაროდ, მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა. დიდი ალბათობით, კვარაცხელია მწვანე მოედანს სრული დატვირთვით მომდევნო სეზონში დაუბრუნდება.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა (377 წუთი), თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მან 3-დან ორ შეხვედრაში ითამაშა: „სლოვანთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, „მან. სიტისთან“ შეცვლაზე გამოვიდა (24 წუთი ითამაშა), „ბარსელონასთან“ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ტრავმის გამო 59-ე წუთზე შეცვალეს.

ასევე გეტყვით, რომ კრისტალსპორტმა კვარაცხელიას ტრავმის თაობაზე ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ჩაწერა (იხილეთ).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „უნიკალური მოთამაშეა“ | ტრეზეგეს განმარტება, თუ რატომ გაუჭირდება კვარას ოქროს ბურთის მოგება
    „უნიკალური მოთამაშეა“ | ტრეზეგეს განმარტება, თუ რატომ გაუჭირდება კვარას ოქროს ბურთის მოგება