კილიან მბაპე
Aa
Aa

„ბოდიში ჩინელ ხალხს“ | მბაპემ განცხადება გაავრცელა

„რეალის“ ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. „სამეფო კლუბის“ სუპერვარსკვლავმა მაო ძე დუნზე ხუმრობის გამო ბოდიში მოიხადა და ჩინეთის მოსახლეობას მიმართა.

„ბოლო ინტერვიუს დროს ჩემსავე ფოტოსურათზე გავაკეთე რეაქცია. ჩემი კომენტარი დაუფიქრებელი, არასწორად შეფასებული იყო და ახლა მესმის, რომ მან ჩინეთში და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები გაანაწყენა.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემმა სიტყვებმა გული ატკინა. ეს ნამდვილად არ ყოფილა ჩემი განზრახვა. უდიდეს პატივს ვცემ ჩინელ ხალხსა და მათ ისტორიას და გულწრფელად ვწუხვარ — კილიან მბაპე“.

საინტერესოა, რომ მბაპეს მიმართვა ჩინურ ენაზეცაა გავრცელებული და კილიანს იმედი აქვს, ეს ვითარების გამოსასწორებლად საკმარისი იქნება. მბაპეს გარშემო ვითარება მას შემდეგ აირია, რაც ფეხბურთელმა თავის ფავორიტ მიმად ჩინელი დიქტატორის ვიდეო დაასახელა, რომელშიც მისი სახე იყო ჩასმული. ფრანგ თავდამსხმელს ვინაობა პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, თუმცა საუბარი მაო ძე დუნს ეხებოდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა“ | „ლეიკერსის“ ლეგენდამ მამუ შეაქო
    „ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა“ | „ლეიკერსის“ ლეგენდამ მამუ შეაქო