ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა | ჩუბინიძის გოლი და საგოლე პასი პრემიერ ლიგა 2-ში
ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ის მე-6 ტურში „ბორნმუთი“ შინ „ბრენტფორდთან“ 3:4 დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — სტანდარტულის დროს გიორგი ჩუბინიძემ საჯარიმოში ყველას დაასწრო, ჰაერში ბურთი გარე ტერფით მიიღო და კარისკენ დაარტყა - 1:0. 45-ე წუთზე ჩუბინიძემ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მცველს აჯობა და საჯარიმოში მყოფ თანაგუნდელს, უელსელ ჩარლი სტივენსს ზუსტი პასი მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა — 2:2.
ჩუბინიძე 88-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, საბოლოოდ კი „ბორნმუთი“ 3:4 დამარცხდა.
19 წლის ქართველი გარემარბისთვის ოქტომბრის თვე ძალიან შედეგიანია — „ბორნმუთის“ 21-წლამდე გუნდში მან ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი. Transfermarkt-ის მონაცემებით, პრემიერ ლიგის თასზე, „პლიმუთთან“ მატჩში, მან 5 საგოლე მოქმედება შეასრულა (1 გოლი და 4 საგოლე პასი). პრემიერ ლიგა 2-ის მე-5 ტურში „ბრაიტონს“ გოლითა და საგოლე პასით დაეხმარა, რასაც „ბრენტფორდთან“ წარმატებული თამაში მოჰყვა. მოკლედ, ბოლო სამ მატჩში მის ანგარიშზე უკვე 9 საგოლე მოქმედებაა (3 გოლი და 6 საგოლე პასი).
ჩუბინიძის შესახებ ასევე იხილეთ შემდეგი სტატიები
ჩუბინიძის გოლი და საგოლე პასი | ბორნმუთმა ბრაიტონთან ფრედ ითამაშა (U21)
კარგი ამბავი: ჩუბინიძემ ბორნმუთთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს