გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძე
Aa
Aa

ჩუბინიძის გოლი და საგოლე პასი | ბორნმუთმა ბრაიტონთან ფრედ ითამაშა (U21)

ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ის მეორე ტურში „ბრაიტონისა’’ და „ბორნმუთის’’ 21-წლამდე გუნდების მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. „ბორნმუთის’’ სასტარტო 11-ში ქართველმა გარემარბმა გიორგი ჩუბინიძემ ითამაშა, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.

პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ჩუბინიძის გოლით „ბორნმუთი’’ დაწინაურდა. 78-ე წუთზე ქართველის საგოლე პასით ჩარლის სტივენსმა გაიტანა და „ბორნმუთი’’ ამ მატჩში მესამედ დაწინაურდა. საბოლოოდ, მატჩი 3:3 დასრულდა.

პრემიერ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩუბინიძემ ხუთივე მატჩში ითამაშა (328 წუთი),  5-დან 4-ში სასტარტოში იყო, სასტარტო 11-ში მხოლოდ პირველ ტურში „ჩელსისთან’’ ვერ მოხვდა, მას შემდეგ რეგულარულად სასტარტოშია და ამ სეზონში პირველად 90 წუთი „ბრაიტონთან’’ ითამაშა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგის თასს, ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში - „კარდიფთან’’, „ლესტერთან’’ და „პლიმუთთან’’ სასტარტოში მოხვდა (266 წუთი ითამაშა), „პლიმუთთან’’ მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი იყო.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების 19 წლის შემტევი 2020 წლიდან „ბორნმუთის'' აკადემიაშია. გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სამოყვარულო ლიგის „დორჩესტერში'' გაატარა, სადაც მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 

გასულ ზაფხულში ჩუბინიძემ „ბორნმუთთან'' პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    10-კაციანმა გუნდმა კიევის დინამოს თამაში შემოუტრიალა | მაისურაძის კარგი მატჩი
    10-კაციანმა გუნდმა კიევის დინამოს თამაში შემოუტრიალა | მაისურაძის კარგი მატჩი