კარგი ამბავი: ჩუბინიძემ ბორნმუთთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა
18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩუბინიძემ ბორნმუთთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
"ეს უდიდესი მომენტია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. რადგან დიდი ხანია აქ ვარ, დავინახე როგორც კლუბის, ისე საკუთარი თავის პროგრესი. ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბთან ერთად შევძელი გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება, ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება'' - აღნიშნა ჩუბინიძემ.
მარკო როზეს გაწვრთნილმა ბორნმუთმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც კლუბისთვის ფანტასტიკური შედეგია, რთული წარმოსადგენია ქართველმა ფეხბურთელმა პირველ გუნდში სათამაშო დრო მიიღოს, თუმცა პროფესიული კონტრაქტის გაფორმება ნამდვილად პოზიტიური სიგნალია.
2020 წლიდან ბორნმუთის აკადემიაშია, 18 და 21-წლამდე გუნდებში უთამაშია. გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ინგლისის სამოყვარულო ჩემპიონატის კლუბ დორჩესტერში გაატარა, ახლა კი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
გასული სეზონიდან ჩუბინიძის გოლი დორჩესტერის რიგებში (იხილეთ ვიდეო).
ჩუბინიძეს საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.