გოლი და საგოლე პასი - ჩუბინიძემ პლიმუთთან გაიბრწყინა (U21)
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩუბინიძემ „ბორნმუთის“ 21-წლამდელთა გუნდში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
„ალუბლების“ 21-წლამდელებმა საკუთარ მოედანზე „პლიმუთი“ გაანადგურეს (6:1), ქართველმა ლეგიონერმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩუბინიძემ საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „ბორნმუთის“ შემტევის დებიუტი ახალგაზრდულ ნაკრებში 26 სექტემბერს, საბერძნეთთან შეხვედრაში შედგა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს