„გამოუყენებელი მომენტების გამო დავისაჯეთ“ - ქოჩორაშვილი ლევანტესთან მატჩზე
„სევილიას“ ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ ფრედ (3:3) დასრულებული მატჩი შეაფასა.
გიორგი ქოჩორაშვილი:
„თანაბარი მატჩი იყო, კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. „ლევანტე“ ისეთი გუნდია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და საბოლოო ჯამში გამოუყენებელი მომენტების გამო დავისაჯეთ.
ჩემთვის ეს მატჩი განსაკუთრებული იყო. სტადიონისკენ გზაზე ვიხსენებდი, ყველა იმ ბედნიერ მომენტს, რომელიც აქ გადამხდა თავს. მადლობელი ვარ „ლევანტეს“ გულშემატკივრების, რომელთა მხრიდანაც დიდ სითბოს ვგრძნობ.
ბიჭები 100%-ით დაიხარჯნენ მოედანზე. როცა 2:0-ს იგებ, გგონია, რომ მატჩს აკონტროლებ, და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობ. ალბათ უნდა შეგვენარჩუნებინა ის ინტენსივობა, რომელიც მეორე გოლამდე გვქონდა. შევეცდებით, სწრაფად აღვიდგინოთ ძალები, ვინაიდან წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება“.
ცნობისათის, 8 ტურის შემდეგ „სევილია“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართავენ და „რეალი“ - „სევილიას“ მატჩი 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს