ლევსკის ქომაგების პროვოკაცია - მარსელელმა ულტრასებმა ქალები და ბავშვებიც სცემეს
„მარსელის“ ფანებმა ევროპა ლიგის საშინაო მატჩზე, „ლევსკის“ წინააღმდეგ (1:0), ჩხუბი წამოიწყეს.
შეტაკებებმა მარსელელ და ბულგარული გუნდის გულშემატკივრებს შორის თამაშის დაწყებამდე იფეთქა. მიზეზი გახდა ის, რომ სტუმართა სექტორში შენიშნეს ადამიანები, რომლებიც ნაცისტურ მისალმებას გამოხატავდნენ, წერს L’Équipe. საპასუხოდ, ასობით მარსელელმა ულტრასმა სამხრეთ ტრიბუნა დატოვა, კარი შეამტვრია და გვერდითა ტრიბუნაზე შეიჭრა, რათა ჩხუბში ჩართულიყო.
სოფიელი გულშემატკივრები სტუმართა სექტორის ჯებირთან აღმოჩნდნენ მიჭყლეტილნი. მეორე მხრიდან მათ თანამემამულეები აწვებოდნენ, რომლებიც დასახმარებლად გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ. მარსელელები დარტყმებს დროშის ტარებითა და ქამრებით აყენებდნენ. გაწევ-გამოწევა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. შედეგად, ბევრს სახე ჰქონდა დასისხლიანებული, ხუთი ბულგარელი ჰოსპიტალიზებულია, კიდევ ექვსს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარსელელმა ულტრასებმა ჩხუბის დროს არც ქალები და ბავშვები დაინდეს.
Ces fils de pute de marseillais bastonnent des femmes #OMLEVSKI https://t.co/VGcHRJ5hd4
— Bejjs’ (@Bejjs276216) November 26, 2026
სიტუაცია საკმაოდ სწრაფად დამშვიდდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების ჩარევის შემდეგ, რომლებმაც სტუმართა სექტორის გარშემო კორდონი მოაწყვეს.
ინციდენტი მატჩის დელეგატმა დააფიქსირა, რასთან დაკავშირებითაც UEFA დისციპლინურ საქმეს აღძრავს. „მარსელს“ უკვე ჰქონდა პირობითი სასჯელი 2025 წლის ნოემბერში „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართული საშინაო მატჩის დროს მომხდარი სერიოზული არეულობის გამო. მაშინ კლუბი ერთი მატჩით სამხრეთ ტრიბუნის ნაწილობრივი დახურვით დაისაჯა, ასევე მიიღო პირობითი სასჯელი - ტრიბუნის დახურვა ორწლიანი გამოსაცდელი ვადით და პლუს ჯარიმა 71 625 ევროს ოდენობით. ახლა პირობითი სასჯელი ძალაში ავტომატურად შევა.
მარსელის პროკურატურამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე ორი გამოძიება დაიწყო. პირველი გამოძიება აღძრულია მუხლით „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ძალადობის მიყენება“ (იარაღის გამოყენებით, პირთა ჯგუფის მიერ და სპორტულ ობიექტზე). როგორც ზუსტდება, „მარსელელი გულშემატკივრების ინიციატივით“. მასალები დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებას გადაეცა, ამჟამად ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.
მეორე გამოძიება „სიძულვილის გაღვივების“ ფაქტზე დაიწყო - მიზეზი „ლევსკის“ ქომაგების მხრიდან ნაცისტური მისალმებები და პროვოკაციები გახდა.
გარდა ამისა, პროკურატურაში განაცხადეს, რომ ორი ბულგარელი გულშემატკივარი საავადმყოფოში რჩება. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვს. დაშავებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის ჯერ კიდევ ზუსტდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს