პეპ გუარდიოლა, ლიონელ მესი
Aa
Aa

გუარდიოლა: გამორიცხულია ვინმემ დღეს მესის მსგავსი სტაბილურობა აჩვენოს

„ბარსელონას“, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ახალი თაობის რომელიმე მოთამაშე ლიონელ მესისთან გათანაბრებას.

„ვერავინ. ამას ვერავინ შეძლებს. ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მათგანმა ასეთ დონეს მიაღწიოს, 15-20 წლის განმავლობაში ყოველ სამ დღეში ასეთ მაღალ დონეზე ითამაშოს, და არ მგონია, რომ ოდესმე ასეთ მოთამაშეს ვიხილავ.

არსებობს რეკორდები, რომლებზეც ხალხი ამბობდა, რომ არასდროს მოიხსნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ხდება. უსეინ ბოლტის რეკორდებიც ოდესმე მოიხსნება, მაგრამ თამაშის ასეთი დონის შენარჩუნება ამდენი წლის განმავლობაში... ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ვინმემ გაიმეოროს“,

- განაცხადა გუარდიოლამ რომარიოსთან ინტერვიუში.

პეპმა ასევე ისაუბრა მესისა და რონალდუს მეტოქეობაზე და აღნიშნა, რომ ორივე მათგანი ერთმანეთს ავსებდა და ამის გარეშე, ისინი ამდენ ხანს ასეთ დონეზე ვერ ითამაშებდნენ.

„ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს ძალიან დაეხმარნენ. მესის რომ კრიშტიანუ არ ჰყოლოდა, ან კრიშტიანუს რომ არ ჰყოლოდა მესი, მათი კარიერა, ალბათ, უფრო მოკლე იქნებოდა. მაგრამ ისინი ერთმანეთს უკანა ხედვის სარკეებში უყურებდნენ, აკვირდებოდნენ, რას აკეთებდა მეორე და ამის გამო ფიქრობდნენ: „მინდა მასზე უკეთესი ვიყო, მინდა მასზე მეტი მოვიგო“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები