ბეშიქთაში
Aa
Aa

„ბათუმში დაკავებული ქომაგების უმრავლესობა თავისუფალია“ - თურუქლი მედია

ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ თურქული მედია წერს. „ბეშიქთაშისა” და „ჰაპოელ ბეერ-შევას” შეხვედრის დროს თურქი ქომაგების მხრიდან უეფას წესების დარღვევა განხორციელდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და რამდენიმე მათგანი დააკავეს.

თურქული გამოცემა haberler-ი წერს, რომ ამჟამად ინციდენტში მონაწილე თითქმის ყველა გულშემატკივარი თავისუფალია.

„ახალი გარემოება გამოიკვეთა თურქეთის იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში, UEFA-ს ევროპა ლიგაზე, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შემდეგ დააკავეს. თბილისში თურქეთის საელჩოს ინიციატივების შედეგად, დაკავებული მოქალაქეებიდან თითქმის ყველა გათავისუფლდა. საავადმყოფოში მყოფი თურქეთის ორი მოქალაქე კი ბათუმის გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ზედამხედველობით გაეწერა.

საქართველოში დაკავებული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების თაობაზე თურქეთის დიპლომატიურმა ინიციატივებმა შედეგი გამოიღო. დაკავებული მოქალაქეებიდან თითქმის ყველა გათავისუფლებულია".

თურქეთის ინიციატივებმა შედეგი გამოიღო:

„საქართველოში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შემდეგ, დაკავებული თურქეთის მოქალაქეების გასათავისუფლებლად დიპლომატიური ინიციატივები განხორციელდა. თბილისში თურქეთის საელჩოს ინიციატივების შედეგად, დაკავებული თურქეთის მოქალაქეებიდან თითქმის ყველა გათავისუფლდა".

საავადმყოფოში მყოფი ორი მოქალაქე გაწერეს:

„სასიხარულო ამბავი გავრცელდა თურქეთის ორ მოქალაქესთან დაკავშირებითაც, რომლებიც მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. ორივე მოქალაქე კლინიკიდან ბათუმის გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ზედამხედველობით გაეწერა".

- წერს თურქული გამოცემა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები