„რთული შეხვედრა იყო, მძიმე მარცხია“ | რა თქვეს ბერძნებმა მატჩის შემდეგ
საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილის სპანულისმა, და მისმა შეგირდმა, ვასილის ტოლიოპულოსმა, საქართველოსთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ბერძნებმა ოვერტაიმში 88:92 წააგეს და დიდი შანსია, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.
ვასილის ტოლიოპულოსი: „ძალიან რთული შეხვედრა იყო, მძიმე მარცხია. თვითმკვლელობას ჰგავს, თუმცა სხვა გზა არაა, უნდა გავაგრძელოთ“.
ვასილის სპანულისი: „მძიმე მარცხია. გამარჯვება ხელში გვეჭირა, თუმცა ბევრი ისეთი რაღაც მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ორქულიანებისა და სამქულიანების ძალიან ცუდი პროცენტი გვქონდა. 15 ასისტი გავაკეთეთ, მაგრამ ბურთი 18-ჯერ დავკარგეთ. ძალიან ბევრი მარტივი ბურთი გავაფუჭეთ. 10-12 ასეთი სროლა გავაცუდეთ. მძიმე მარცხია, თუმცა ეს კალათბურთია და უნდა გავაგრძელოთ“.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს 6 მოგება და 3 წაგება აქვს და ესპანეთსა და უკრაინასთან ერთად პირველ, მეორე და მესამე ადგილებს იყოფს. მეოთხე ადგილზე 5 მოგებითა და 4 წაგებით პორტუგალიაა, ხოლო საბერძნეთსა და მონტენეგროს 4-4 მოგება და 5-5 წაგება აქვთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს