გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„სასტარტო შემადგენლობას ეგრევე გააძლიერებს“ | ნოტინგემს მამარდაშვილი ურჩიეს

Nottingham Forest News-მა სტატია გამოაქვეყნა და „ნოტინგემ ფორესტის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. „10 რეალური ტრანსფერი, რომლებიც შესაძლოა, „ნოტინგემ ფორესტმა“ იანვარში დახუროს“, — წერს Nottingham Forest News-ი და მეკარის პოზიციაზე „წითლებს“ გიორგი მამარდაშვილს ურჩევს.

„სამი სოლიდური სეზონის შემდეგ მატც ზელსი ოდნავ არასაიმედო გოლკიპერად იქცა. გასულ ზაფხულში „ნოტინგემ ფორესტი“ მზად იყო, გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ლივერპულისთვის“ წინადადებით მიემართა. მამარდაშვილი „ლივერპულის“ სათადარიგო მეკარეა და ნამდვილად ღირს, „ნოტინგემმა“ მისი გაფორმება კიდევ ერთხელ სცადოს.

საეჭვოა, „ლივერპულმა“ შუა სეზონში სათადარიგო მეკარე გაუშვას, თუმცა კლუბს მესამე გოლკიპერი, ფრედი ვუდმანი, ძალიან მოსწონს და, შესაძლოა, გიორგის გასხვისებაზე დაფიქრდეს. მამარდაშვილი „ნოტინგემ ფორესტის“ სასტარტო შემადგენლობას მომენტალურად გააძლიერებს და 26 წლის ასაკში მომდევნო წლების განმავლობაში საიმედო ვარიანტი იქნება“, — წერს Nottingham Forest News-ი.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ალისონ ბეკერის გაშვებას არ აპირებს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. შესაბამისად, ქართველი გოლკიპერი წასვლაზე ფიქრობს, რადგან არ სურს, მეორე მეკარე იყოს და სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვალენსია დაუკავშირდა და დაბრუნება შესთავაზა“ - ესპანელი ჟურნალისტი მამარდაშვილზე
    „ვალენსია დაუკავშირდა და დაბრუნება შესთავაზა“ - ესპანელი ჟურნალისტი მამარდაშვილზე