პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, დეზირე დუე
Aa
Aa

კვარას და დუეს გარეშე - შეძლებს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვას?

როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ თვეში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უარყო მოსაზრება, თითქოს პარიზულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველი ფეხბურთელისთვის მსოფლიო დონის შემცვლელის შეძენის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა.

„არცერთი ტრავმა არ ნიშნავს იმას, რომ ახალი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა. სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობ, რომ ნებისმიერ ტრავმასთან გამკლავება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სატრანსფერო ფანჯრებს ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით... თუმცა ეს არასდროს ხდება რომელიმე ფეხბურთელის ტრავმის გამო. ჩვენ ყველას ერთი მიდგომა გვაქვს — ტრავმების მიუხედავად, გუნდი იგივე რჩება“. შევიძინოთ“,

— განუცხადა ესპანელმა ჟურნალისტებს.

თუმცა ლუის ენრიკეს ნდობას ამჟამინდელი ფეხბურთელების მიმართ გამოცდა ელის. დეზირე დუემაც მძიმე ტრავმა მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აჩენს ეჭვს, რამდენად შეძლებს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებას.

„გუნდს ზურგით ატარებს“

მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვაც კი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების იმედებისთვის სერიოზული დარტყმა იყო. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება იმის თქმა, რომ ქართველი ჯორჯ ბესტის გარეშე ლუის ენრიკეს გუნდი ბოლო ორ ევროპულ ტიტულს ვერ მოიგებდა. 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელიამ პარიზული გუნდის თამაშზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გასული სეზონის წარმატებაშო. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად დაასახელეს. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლით ან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, „არსენალთან“ ფინალში მან გადამწყვეტი პენალტი მოიპოვა, რომელიც უსმან დემბელემ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრებინა.

„კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება. არ ვიცი, დარჩება თუ არა მარცხენა ფლანგზე, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში ზუსტად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. გარკვეულ მომენტებში მას გუნდი ზურგით მიჰყავს, ამიტომ მისი სათამაშო ინტელექტი ძალიან მომწონს. ის ნახევარდაცვაში დამატებითი მოთამაშეა და ამავდროულად, შეტევაშიც გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“.

— განაცხადა ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდამ, კლარენს ზეედორფმა, იმ პერიოდში Amazon Prime Video-სთან საუბრისას.

სწორედ ამიტომ გამოიწვია მისმა ტრავმამ პარიზულ მედიაში ასეთი შეშფოთება..

თუმცა ლუის ენრიკე დარწმუნებული იყო, რომ კვარაცხელიას გარეშეც გუნდში საკმარისი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავდა. სიმართლე რომ ვთქვათ, თავდაპირველი შედეგებიც ამ მოსაზრებას ამყარებდა. შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, „ბარსელონასთან“ მატჩში, დაახლოებით მე-60 წუთზე, პარკ დე პრენსზე, კვარაცხელიას ჯვარედინი იოგი მაშინ გაუწყდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მიუხედავად ამისა, პსჟ-მ შეხვედრა 4:2 მოიგო — გოლები ლუკას ერნანდესმა, ვიტინიამ და ფაბიან რუისმა გაიტანეს.

ორი კვირის შემდეგ კი პარიზელებმა „ვილიარეალი“ მისსავე მოედანზე, 6:0 გაანადგურეს. ამ შედეგებმა აჩვენა, რომ კვარაცხელიას არყოფნის მიუხედავად, საგოლე მომენტების შექმნა და მათი გამოყენება პსჟ-სთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

თუმცა, როდესაც დეზირე დუეს არყოფნაც დაემატა, ვითარება გაცილებით გართულდა. ეს უკვე ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც შესაძლოა ლუის ენრიკემაც ვერ შეძლოს — ყოველ შემთხვევაში, სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელის დამატების გარეშე.

ორმაგი პრობლემა

სეზონის პირველი სამი თვის განმავლობაში დეზირე დუე პსჟ-ს ყველაზე შედეგიანი შემტევი იყო. ჩემპიონთა ლიგის საწყისი მატჩის, „სლოვან ბრატისლავასთან“ შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონასთან“ მოგებულ მატჩებში თითო გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. შემდეგ კი „ვილიარეალთან“ გამანადგურებელ გამარჯვებაში (6:0) ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.

ამ დროისთვის ლუის ენრიკე უკვე აღიარებდა, რომ დუესთან დაკავშირებული ერთადერთი სირთულე მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემცირება იყო.

თუმცა მე მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ზუსტად ასე გააგრძელოს. იყოს თავმდაბალი, თუმცა ამავდროულად ამბიციური, რადგან ამბიცია მნიშვნელოვანია. მინდა, ის, რასაც აკეთებს, კვლავ გააგრძელოს. დუე წარმოუდგენლად შრომისმოყვარე ფეხბურთელია და მუდმივად ცდილობს, გუნდს დაეხმაროს. მაშინაც კი, როდესაც შეცვლიან, სათადარიგოთა სკამზე ღიმილით ზის. მას ნამდვილად სურს, გუნდისთვის სასარგებლო იყოს.

— განაცხადა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა.

სამწუხაროდ, დუე 2026-27 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს ვეღარ დაეხმარება. შაბათს, „ნიცასთან“ ლიგა 1-ის მატჩის პირველ ტაიმში, შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, მანაც წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. პარიზელებმა შეხვედრა 3:2 მოიგეს, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე მიღებული ტრავმის გამო საშინელ ტკივილს განიცდიდა.

ამ ვითარებაში უსმან დემბელეს იმავე მატჩში მოედანზე დაბრუნება პსჟ-სთვის დროული შეღავათი აღმოჩნდა. 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელს უდავოდ აქვს შეტევის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა — ყოველ შემთხვევაში, იანვრამდე.

თუმცა ადრე თუ გვიან მასაც დასჭირდება თანაგუნდელების მხარდაჭერა, მით უმეტეს, რომ კარგად ვიცით: 29 წლის ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეექმნას და კვლავ მწყობრიდან გამოვიდეს.

ბარკოლა არ უნდა გაეშვათ?

უდავოა, ფერან ტორესმა გოლების რეგულარულად გატანა უნდა დაიწყოს. მსოფლიო ჩემპიონმა ამ სეზონში პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე რვა გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა „ნიცასთან“ შაბათს გატანილი გოლი მისთვის თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველი აღმოჩნდა.

ლუის ენრიკე გაცილებით მეტს ელის  გოდტსისგანაც. ბელგიელ გარემარბს, რომელიც ზაფხულში „აიაქსიდან“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა პსჟ-ს, ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგაზე არაფერი ღირებულია არ გაუკეთებია.

პარიზში გავრცელებული ბოლო ცნობების თანახმად, კლუბი დარწმუნებულია, რომ გოდტსი და ზაფხულში დამატებული კიდევ ერთი ფეხბურთელი, მაგნეს აკლიუში, მნიშვნელოვნად ისარგებლებენ გაზრდილი სათამაშო დროით, რომელიც მათ კვარაცხელიასა და დუეს ტრავმების გამო მიეცემათ. პსჟ-ს დიდი იმედები აქვს აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებზეც — სენი მაიულუსა და კვენტინ ნჯანტუზე. ორივე მათგანი ბოლო კვირების განმავლობაში უფრო ხშირად თამაშობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი უნივერსალიზმი — თვისება, რომელსაც ლუის ენრიკე ფეხბურთელებში ძალიან აფასებს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელს არჩევანის ნაკლებობა არ აქვს. თუმცა ამან ვერ შეაჩერა საუბარი იმაზე, რომ პსჟ-მ ზაფხულში ბრედლი ბარკოლას „ლივერპულში“ გაშვებით შესაძლოა შეცდომა დაუშვა. საფრანგეთის ნაკრების გარემარბი კვარაცხელიას, დემბელესა თუ დუეს შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა და მიმდინარე ტრავმების ფონზე ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.

თუმცა წარსულის შეფასება ყოველთვის უფრო მარტივია. სასაცილო იქნებოდა სპორტული დირექტორის, ლუის კამპოსის, გაკრიტიკება იმის გამო, რომ მან ბარკოლას გაყიდვით პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო დანახარჯების თითქმის სრულად ანაზღაურება შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ენრიკე სეზონის შუაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას კვლავ ერიდება. მომდევნო ხუთი კვირა ფაქტობრივად გახანგრძლივებული გამოცდა იქნება პარკ დე პრენსის ამჟამინდელი ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ, რომ სეზონის მეორე ნახევარში წამყვანი როლების შესრულება შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საჯაროდ არ იტყვიან, პსჟ-ს ტახტის მთავარ პრეტენდენტებს — „არსენალს“, „ბარსელონას“, „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ — დიდი იმედი მიეცემოდათ იმის გამო, რომ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ძირითადი შემტევი ტრიოს ორი მესამედი დაკარგა. ლუის ენრიკეს გუნდი, რომელიც აქამდე შეჩერებას ვერავინ ახერხებდა, ახლა ისეთი საშიში აღარ ჩანს.

უნდა ითქვას, რომ პსჟ-ს წარმატების მთავარი გასაღები ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი გამორჩეული მწვრთნელის მიერ გუნდში შეცვლილი მენტალიტეტია. ამიტომ გასაგებია, რატომ არ ჩქარობს ლუის ენრიკე განგაშის ატეხვას. თუმცა რთულია, არ გაჩნდეს კითხვა: შეუძლია კი პსჟ-ს „იგივე გუნდად“ დარჩენა თავისი ორი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის გარეშე?

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია
    პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია