ალექსანდრე ამისულაშვილი
Aa
Aa

„იდეალური განწყობაა, ერთი სული გვაქვს მოედანზე როდის გავალთ“ | ამისულაშვილი ხეტაფესთან მატჩზე

„იბერია 1999“-ის ცენტრალურმა მცველმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა, „ხეტაფესთან“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ ამ დონის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ასეთ ასაკში მომიწია. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა და მოედანზე გავდივარ იმის იმედით, რომ განვვითარდე, უკეთესად ვითამაშო, ვიდრე გუშინ და გუშინწინ ვთამაშობდი.

გუნდი და მთავარი მწვრთნელი ამაში ძალიან მეხმარებიან და ასეთი დონის ტურნირზე ასპარეზობა უდიდესი გამოცდილებაა. იმედია, ხვალინდელი მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება. გუნდში იდეალური განწყობაა. ხვალ ისეთი თამაში გველოდება, არ შეიძლება, კარგი განწყობა არ იყოს. ერთი სული გვაქვს, მოედანზე როდის გავალთ.

რაც შეეხება საბა საზონოვს, პირადად არ ვიცნობ და მასთან არ მილაპარაკია. ბიჭები იცნობენ და, ალბათ, ილაპარაკებდნენ“.

ცნობისთვის, „იბერია 1999“-ს ერთი ქულა აქვს და 29-ე პოზიციაზე იმყოფება. „ხეტაფეს“ ანგარიშზეც ერთი ქულაა და ეს შეხვედრა 26 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია
    პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია