პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეები - მამარდაშვილი Football365-ის სიის ლიდერია
სპორტულმა გამოცემა Football 365-მა პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარეების რეიტინგის ოცეული გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილს საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იკავებს.
Football 365-ის სტატიაში გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვკითხულობთ:
„პრემიერ ლიგის საუკეთესო სათადარიგო მეკარე „ლივერპულის“ მამარდაშვილია, რომელსაც ალისონ ბეკერის ტრავმების გამო თამაში რამდენჯერმე მოუწია. ის შესანიშნავი მეკარეა, თუმცა, ალბათ, სადმე პირველ ნომრად თამაში სჭირდება, რათა აჩვენოს, სინამდვილეში რამდენად კარგია.“
ხუთეულში, გიორგი მამარდაშვილი მაიკ პენდერსს („ჩელსი“), კეპა არისაბალაგას („არსენალი“), ნიკ პოუპს („ნიუკასლი“) და მიკელე დი გრეგორიოს („ბორნმუთი“) უსწრებს.
სამწუხაროდ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, გიორგი მამარდაშვილს მატჩი ჯერჯერობით, კიდევ არ ჩაუტარებია. ქართველი მეკარე მხოლოდ ინგლისის ლიგის თასზე ვიხილეთ - ჯერ „ტოტენჰემთან“, შემდეგ „ჩელსისთან“. ორივე მატჩი „ლივერპულის“ გამარჯვებით დასრულდა და მამარდაშვილი ორივე შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო - განსაკუთრებით კი „ჩელსის“ წინააღმდეგ, სადაც მერსისაიდულმა კლუბმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს