გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი
Aa
Aa

ბითაძემ ორი ქულა ჩატენვით აიღო | ორლანდო დეტროიტთან განადგურდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „ვაშინგტონ უიზარდსის“ შემდეგ „ორლანდო“ „ქია სენთერში“ „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდა და კეიდ კანინგემის არყოფნის მიუხედავად უშანსოდ დამარცხდა — 86:104.

ბითაძემ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 12 წუთი და 56 წამი გაატარა. „მეჯიქის“ ქართველმა ცენტრმა 2 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ქულები ჩატენვით აიღო. მის პასივში სამი დაკარგვა და ოთხი ჯარიმა იყო.

„ორლანდოს“ მხრიდან საუკეთესო დესმონდ ბეინი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა მიითვალა. ფრანც ვაგნერმა 20 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ტრისტან და სილვამ მატჩი 16 ქულით დაასრულა. „დეტროიტის“ რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა აიზეია ჯომ ჩააგდო. დენის ჯენკინსმა 15 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 7 მოგება და 10 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს გამართავს და „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კობის ალბათ გაეცინებოდა“ | მამუმ ბოლო მატჩებში საკუთარი თამაში შეაფასა
    „კობის ალბათ გაეცინებოდა“ | მამუმ ბოლო მატჩებში საკუთარი თამაში შეაფასა