16 ქულა აიოვასთან - მათე ხატიაშვილის მაგარი მატჩი ამერიკაში
Aa
Aa

16 ქულა აიოვასთან - მათე ხატიაშვილის მაგარი მატჩი ამერიკაში

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი მათე ხატიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. 17 წლის მოთამაშემ იუტის შტატში მიმდინარე ტურნირზე გამართულ პირველ შეხვედრაში გამორჩეული შედეგი აჩვენა და მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

ხატიაშვილის გუნდი, „ვერიტასის“ აკადემია, ტრადიციულ ტურნირ Hoopfest-ში მონაწილეობს. პირველ შეხვედრაში ქართველის გუნდმა „აიოვა იუნაიტედი“ დიდი სხვაობით, 80:50 დაამარცხა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხატიაშვილმა, რომელმაც 16 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა დააგროვა. მატჩში ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი 2023 წლიდან ესპანური „ბასკონიას“ სისტემაში ირიცხებოდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი კი 2025 წლის თებერვალში, სერბეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები