პირს მორგანი: პალმერი იშვიათი იდიოტია
ტელეწამყვანმა და „არსენალის“ გულშემატკივარმა პირს მორგანმა, „კრისტალ პალასის“ ყოფილმა მფლობელმა საიმონ ჯორდანმა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკი ბატმა „ჩელსის“ ნახევარმცველი კოულ პალმერი გააკრიტიკეს.
საიმონ ჯორდანი:
„პალმერი ახლა საკუთარ თავს ებრძვის, ისევე როგორც იმას, თუ როგორ აღიქვამენ მას გარშემომყოფები“.
პირს მორგანი: „
მაპატიეთ, მაგრამ ის იშვიათი იდიოტია. ეს ბიჭი ნაბიჭვარივით იქცევა როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, გესმით? ის, თუ როგორ თქვა უარი გულშემატკივრებთან მისვლაზე, ის, თუ როგორ ექცევა ფანებს ქუჩაში - ყველაფერი, რაც პალმერს უკავშირდება - ამბები, რომლებიც რესტორნებიდან ჟონავს, მისი ქცევა ინგლისის ნაკრებში, ტყუილად კი არ არის, რომ ტუხელს მასთან საერთო არაფრის ქონა არ სურს - ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს. ბიჭს საოცარი ტალანტი აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მას უბრალოდ ფლანგავს“.
ნიკი ბატი:
„დიახ, საოცარი ფეხბურთელია, ამაზე ვერ იდავებ. რა თქმა უნდა, ეს სეზონი საუკეთესო არ გამოსდის, მაგრამ როდესაც „ჩელსიში“ თავის დონეზე თამაშობს, უბრალოდ ბრწყინვალეა. „მანჩესტერ სიტიშიც“ მომწონდა, თუმცა უნდა ვაღიარო, მისი დამოკიდებულება გულშემატკივრებისა და საზოგადოების მიმართ... მისმინეთ, შეცდომები ყველას დაგვიშვია - ახალგაზრდობაში მეც ბევრი დამიშვია. მაგრამ თუ სტადიონიდან სახლში ფეხით წასვლა გადაწყვიტე, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ხალხი ავტოგრაფებისთვის მოვა. არ შეიძლება იმის მოლოდინი გქონდეს, რომ ქუჩაში დაცვა გაგაცილებს - ეს უბრალოდ ჩემს თავში არ ჯდება.
და მერე კიდევ - გულშემატკივრებთან არმისვლა, რომ ტაში დაუკრა... მაშინაც კი, თუ გაკრიტიკებენ, უკანასკნელი სიტყვებით გლანძღავენ, ვალდებული ხარ მიხვიდე და ტაში დაუკრა. ისინი ხომ მისსავით კვირაში 100 ათას ფუნტსა და მეტს არ იღებენ. ისინი თავიანთ პატიოსნად ნაშოვნ ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ უყურონ გუნდის თამაშს, რომელიც საზიზღრად თამაშობს. ჰოდა, მიდი, ტაში დაუკარი, მოისმინე კრიტიკა და მერე წადი. ეს უბრალოდ სისულელეა და ვიღაც უნდა დაელაპარაკოს და აუხსნას ეს ყველაფერი“.
24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლონდონელები მე-11 ტურში „ლიდსთან“ მარცხის (1:4) შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს