ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე
Aa
Aa

„პსჟ-ს ტოპ კლასის ფეხბურთელი სჭირდება“ - გოვუ დუეს და კვარას ტრავმებზე

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მუხლის ჯვარედინი იოგები დეზირე დუემაც გაიწყვიტა, რის შემდეგაც პარიზელთა ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში უნდა ჩამოყალიბდეს, სჭირდება თუ არა „პარი სენ-ჟერმენს“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის ხაზის გაძლიერება. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა CANAL+ Foot-ის ეთერში საფრანგეთის ნაკრების ექსფეხბურთელმა, სიდნი გოვუმ.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ პსჟ-მ ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა, ვისზე უნდა შეჩერდეს არჩევანი? ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად პარიზელებს უმაღლესი დონის ფეხბურთელის დამატება სჭირდებათ.

შექმნილ ვითარებაში მოისურვებს თუ არა ტოპ-ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლას? დიდხანს ვიფიქრე და ვერ გადავწყვიტე, ევროპული ტოპკლუბებიდან რომელი ფეხბურთელი შეიძლება დაითანხმონ პარიზელებმა იანვარში“.

ორი წლის წინ იანვარში პარიზელებმა „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია დაიმატეს და ახლაც ფრანგული კლუბის გულშემატკივრები სპორტული დირექტორის, ლუიშ კამპუშისგან მსგავს ტრანსფერს ელოდებიან.

პორტუგალიური Record-ის ცნობით, პსჟ-მ სამ გარემარბთან დაკავშირებით გამოითხოვა ინფორმაცია.

„19 წლის ესტევაო მთავარი სამიზნეა, მაგრამ „ჩელსის“ მისი გაშვება არ სურს. 20 წლის რაიანი ასევე მოხვდა პარიზელთა რადარზე, მაგრამ „ბორნმუთი“ ევროპა ლიგაზე გამარჯვებას და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას უმიზნებს და იანვარში რაიანს არ შეელევა. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, 21 წლის ალისონ სანტანას, „შახტარის“ ფინანსური მოთხოვნებს დაკმაყოფილება უფრო მარტივი იქნება“, - წერს Record-ი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მისი თამაშის ყურება გსიამოვნებს“ | ეგოიანს ნიდერლანდებში აქებენ
    „მისი თამაშის ყურება გსიამოვნებს“ | ეგოიანს ნიდერლანდებში აქებენ