„ყველგან იყო“ | De Telegraaf-მა ეგოიანი ტურის სიმბოლურში შეიყვანა
ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს მე-13 ტურში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ სენსაცია შემოგვთავაზა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა და „ფეიენოორდი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა.
ეგოიანს კარგი თამაში ჰქონდა და გოლიც გაიტანა. ირაკლიმ მე-40 წუთზე პენალტი გამოიყენა და დუბლის შესრულებაც შეეძლო. „ექსელსიორის“ ქართველი ნახევარმცველის თამაში De Telegraaf-მა გამოარჩია და იონ ვან ლეონმა, რომელიც ნიდერლანდური გამოცემისთვის წერს, იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
„ირაკლი ეგოიანმა ფეიენოორდთან ექსელსიორის სენსაციურ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის ყველგან იყო. დაცვაში თამაშობდა, თანაგუნდელებს ეხმარებოდა და შეტევაშიც ერთვებოდა“, — წერს De Telegraaf-ი.

ცნობისთვის, ეგოიანს მიმდინარე სეზონში 11 საგოლე მოქმედება აქვს. ირაკლიმ ერედივიზიეში 4 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ნიდერლანდების თასზე, „მაასტრიხტთან“ დუბლი გაიფორმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს