“ის აუცილებლად დაბრუნდება“ - მათეუსი მუსიალაზე
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლოთარ მათეუსი Sky90-ის ეთერში ექსკლუზიურად საუბრობს და ამბობს, როდის შეიტყო ჯამალ მუსიალას გარემოცვამ მისი დიაგნოზის შესახებ:
„როდესაც კონტრაქტს ხელი მოეწერა, ყველაფერი, როგორც ჩანს, კარგად იყო. ჯამალს მხოლოდ ფეხბურთის თამაში სურს. ის გაზეთებს არ კითხულობს და სოციალურ ქსელებსაც არ იყენებს, რადგან ამ ყველაფერთან შეხება არ უნდა. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა მისთვის მტკივნეულია, რადგან ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი ის არის, როდესაც ადამიანები მასში ეჭვის შეტანას იწყებენ, მოლოდინები კი კვლავ მაღალია.
ჯამალს მხოლოდ ფეხბურთის თამაში სურს. ის გაზეთებს არ კითხულობს და სოციალურ ქსელებსაც არ იყენებს, რადგან ამ ყველაფერთან შეხება არ უნდა. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა მისთვის მტკივნეულია, რადგან ფეხბურთელისთვის ყველაზე ცუდი ის არის, როდესაც ადამიანები მასში ეჭვის შეტანას იწყებენ, მოლოდინები კი კვლავ მაღალია. დარწმუნებული ვარ, ის დაბრუნდება. თუმცა, ასეთი ტრავმისა და ავადმყოფობის შემდეგ არასდროს იცი, შეძლებს თუ არა ძველებურად თამაშს. ჯამალი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სკეპტიკოსებსა და კრიტიკოსებს საპირისპირო დაუმტკიცოს. ის ზედმეტად ამბიციურია და ფეხბურთი იმდენად უყვარს, რომ სხვაგვარად ვერ მოიქცევა.
ამ საკითხზე საუბარი, რა თქმა უნდა, მხოლოდ საჯაროდ არ მიმდინარეობს — ის „ბაიერნის“ შიგნითაც განიხილება. ვფიქრობ, ბევრი ფეხბურთელი მუსიალას მხარესაა და ვერ ხვდება, რატომ უნდა აწვებოდეს მას ამ ეტაპზე ასეთი პრობლემები. მას ყველანაირი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ. შესაძლოა, მოგვიანებით, უფრო ხელსაყრელ დროს, ყველანი ერთად დასხდნენ და საკითხი განიხილონ. ახლა კი მთელი ეს ტვირთი მუსიალას მხრებზე გადადის.
შესაძლოა, მას ამ ყველაფრის წაკითხვა არ სურდეს, მაგრამ ამისგან თავის სრულად არიდება შეუძლებელია. ის ყოველდღე „ზეებნერ შტრასეზე“ ვარჯიშობს, თანაგუნდელებთან ერთად ავტობუსით აეროპორტში მიდის და მათთან ერთად მსოფლიოს მეორე მხარეს მიფრინავს. ამ ყველაფერს სრულად ვერ გაექცევა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი: მას ამ საკითხებთან შეხება საერთოდ არ სურს. მას მხოლოდ ერთი რამ უნდა — კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს არა მხოლოდ „ბაიერნისთვის“, არამედ გერმანიის ნაკრებისთვისაც.“
მუსიალას კონტრაქტზე ხელის მოწერიდან შვიდი თვის შემდეგ მისმა გარემოცვამ მისი ავადმყოფობის შესახებ შეიტყო. როგორც ჩანს, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ყველაფერი კარგად იყო“.
შეგახსენებთ, რომ მუსიალას ნევროლოგიური დარღვევა დაუდგინდა, რომელიც გონების ხანმოკლე დაკარგვის ეპიზოდებს იწვევს. აღნიშნული პრობლემის გამო ფეხბურთელმა წინასასეზონო პერიოდში ორ შეხვედრაში გონება დაკარგა.
ამ მიზეზის გამო, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა მუსიალას გუნდიდან გაშვებაზე სერიოზულად დაფიქრდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს