დინამო ბათუმი, იბერია 1999, დინამო თბილისი, რუსთავი
Aa
Aa

ვინ გახდება ჩემპიონი | სუპერკომპიუტერი ფავორიტად იბერია 1999-ს მოიაზრებს

Crystalbet ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის. სატურნირო ცხრილის ლიდერი მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999“-ია, რომელსაც 63 ქულა აქვს. მეორე ადგილზე 62 ქულით „დინამო ბათუმი“ იმყოფება, ხოლო მესამე პოზიციას 59 ქულით „დინამო თბილისი“ იკავებს. „დინამო ბათუმსა“ და „დინამო თბილისს“ „იბერია 1999“-ზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ გამართული.

საქართველოს პირველობაში შექმნილ დაძაბულობას Football Meets Data გამოეხმაურა. ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა და საჩემპიონო რბოლაში ფავორიტად „იბერია 1999“ დაასახელა.

Football Meets Data-ს მიხედვით, „იბერია 1999“-ს ჩემპიონობის 51-პროცენტიანი შანსი აქვს. მეორე პოზიციაზე „დინამო ბათუმი“ იმყოფება, რომლის ტრიუმფის ალბათობაც 32 პროცენტით ფასდება. მესამე ადგილზე „დინამო თბილისია“ — 17%, ხოლო მეოთხეზე „რუსთავი“ — 0.2%.

ცნობისთვის, „იბერია 1999“-ს ორი შეხვედრა დარჩა — „დინამო ბათუმსა“ და „რუსთავს“ დაუპირისპირდება. „დინამო ბათუმს“ თამაშები „დილასთან“, „იბერია 1999“-თან და „ტორპედოსთან“ ელის, ხოლო „დინამო თბილისი“ „გაგრას“, „მეშახტესა“ და „სამგურალს“ შეხვდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ყველაფერს ადასტურებს, რასაც მის შესახებ ამბობენ“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
    „ყველაფერს ადასტურებს, რასაც მის შესახებ ამბობენ“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს