გიორგი გაგუა
Aa
Aa

გაგუა ჩვენი გუნდის საკვანძო მოთამაშეა | დუნაისკა სტრედას მწვრთნელის კომენტარი

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ შინ „კომარნო“ 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაგუამ, პენალტი მოიპოვა, რომელიც 23-ე წუთზე რამადანმა გოლად აქცია და ანგარიში 2:0 გახდა. პენალტის მოპოვების ეპიზოდში ქართველი „ათიანი“ ცუდად დაეცა და, როგორც აღმოჩნდა, ლავიწის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

„კრისტალსპორტის“ ინფორმაციით, ფეხბურთელი მინდორს დაახლოებით 6–8 კვირაში დაუბრუნდება, ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.

მატჩის შემდეგ „დუნაისკა სტრედას“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ კლაუსმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

„გიორგი გაგუას ოპერაცია სჭირდება. ლავიწის ძვალი გაიტეხა — ინგლისურად ზუსტი სიტყვა არ ვიცი და თქვენ გადათარგმნით, ეს არის ძვალი, რომელიც მკერდს მხართან აკავშირებს. გატეხილია, ოპერაცია სჭირდება. რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე გამოგვაკლდება. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ოპერაცია. ჩვენთვის ნამდვილად დიდი დანაკლისია, ის ჩვენი ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა“, — აღნიშნა კლაუსმა.

გიორგი გაგუას მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატის, თასისა და ევროტურნირების ჩათვლით, 20 მატჩში (1 492 წუთი) 13 საგოლე მოქმედება აქვს — 7 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. მხოლოდ სლოვაკეთის ჩემპიონატში, 15 მატჩში (1 161 წუთი), 10 საგოლე მოქმედება აქვს — 5 გოლი და 5 საგოლე პასი. ამ 20 მატჩში 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გაგუას გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა. შესაბამისი პრიზი „კომარნოსთან“ მატჩის წინ გადასცეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ყველაფერს ადასტურებს, რასაც მის შესახებ ამბობენ“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
    „ყველაფერს ადასტურებს, რასაც მის შესახებ ამბობენ“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს