ფიორენტინა, საბა გოგლიჩიძე, მონცა
Aa
Aa

გოგლიჩიძის კარგი მატჩი - მონცამ წაგებების სერია ფიორენტინასთან დაასრულა

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, საბა გოგლიჩიძის „მონცა“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. გოგლიჩიძის გუნდმა ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ პირველად მოიგო.

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საბას სტაბილური მატჩი ჰქონდა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 51 შეხება, 31-დან 30 ზუსტი პასი, 1 წარმატებული დრიბლინგი. დაცვაში 15 წარმატებული მოქმედება - 2 ართმევა, 7 განმუხტვა, 3 ჩაჭრა, 5 დაბრუნებული ბურთი, 1 დაბლოკილი დარტყმა, 7-დან 6 მოგებული ორთაბრძოლა, 4-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 7.5 ქულა.

საბა გოგლიჩიძე ფიორენტინას წინააღმდეგ

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „მონცამ“ ანგარიში 45-ე წუთზე, ვარელას ზუსტადშესრულებული პენალტით გახსნა და ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე ვარელამ დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი 59-ე წუთზე რობინსონმა დააფიქსირა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ „მონცას“ მაისურით მე-8 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლია.

12 ტურის შემდეგ „მონცას“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 19 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მისი გენიალურობით აღტაცებული დავრჩი“ | კანავაროსთვის ოქროს ბურთი ხვიჩას უნდა მოეგო
    „მისი გენიალურობით აღტაცებული დავრჩი“ | კანავაროსთვის ოქროს ბურთი ხვიჩას უნდა მოეგო