ტაისონ ფიური, ენტონი ჯოშუა
Aa
Aa

რადიომ ლაპარაკი დამიწყო | ფიურის შიზოფრენიის დიაგნოზი ჯოშუასთან ბრძოლამდე გამჟღავნდა

38 წლის მოკრივეს, ტაისონ ფიურის შიზოფრენიის დიაგნოზი ენტონი ჯოშუასთან ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე გამჟღავნდა.

ტაისონ ფიურის შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. შოკისმომგვრელი ინფორმაცია მისმა მეუღლემ, პერისმა Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში გაამჟღავნა, რომელიც ეკრანებზე 27 ნოემბერს გამოვა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) განმარტებით, შიზოფრენია ხანგრძლივი ფსიქიკური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანს „შესაძლოა, ყოველთვის არ შეეძლოს საკუთარი აზრებისა და იდეების რეალობისგან გარჩევა“. შიზოფრენიის სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ჰალუცინაციებს ან ბოდვას.

პერის ფიური ტაისონის საავადმყოფოში გადაყვანის შემზარავ დეტალებს იხსენებს.

ფიურის ეს დიაგნოზი მძიმე განსაცდელის შემდეგ დაუსვეს — 2016 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ერთ წელზე ნაკლებ დროში, გულის შეტევაზე მიიტანეს ეჭვი. პერისის თქმით, საავადმყოფოში ყოფნისას ფიური „სერიოზულად შეშინებული“ ჩანდა.

„მითხრა: „გამიყვანე აქედან. ილუმინატები — ყველა ამ საქმეშია გარეული. ჩემი გაჩუმება ვერ შეძლეს და ამიტომ ჩემს მოკვლას აპირებენ“, — გაიხსენა პერისმა.

ფიურიმ კი დაამატა: „რადიომ ლაპარაკი დამიწყო, სრულფასოვან დიალოგს მიმართავდა. მეუბნებოდა: „ხელშეუხებელი არავინაა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოგწვდეთ, თუ წესიერად არ მოიქცევი, მამაშენს მოვკლავთ“. ჯილეხით მომწამლეს, ნუთუ აქ აღარ ვარ, ალბათ მკვდარი ვარ“.

ჯილეხი - სამედიცინო ტერმინით  ანტრაქსი, ინგლისურად anthrax, მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია Bacillus anthracis იწვევს.

როდის შეიტყო ტაისონ ფიურიმ შიზოფრენიის დიაგნოზის შესახებ?

მას შემდეგ, რაც ექიმებმა ივარაუდეს, რომ ფიურის ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, იგი ფსიქიატრს შეხვდა.

„უამრავი კითხვა დამისვა, — აღნიშნა ფიურიმ, — ყველა პუნქტს ვაკმაყოფილებდი: დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა“.

შემდეგ პერისმა გაამხილა, რომ მის მეუღლეს „მსუბუქი ფორმის შიზოფრენია“ აქვს.

„მაშინაც კი ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა, — დასძინა მან, — გავიფიქრე: „სისულელეს ნუ ამბობ, რაზე ლაპარაკობ? შიზოფრენიკები მანიაკები არიან“. ვიკითხე: „რა არის ბიპოლარული აშლილობა?“ როცა ამიხსნეს, ვიფიქრე: „ღმერთო, ეს ზუსტად ის არის“.

ფიურის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ენტონი ჯოშუასთან გასამართ მძიმე წონის ნანატრ სუპერბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე გავრცელდა. ბრძოლა 11 დეკემბერს გაიმართება.

რაც შეეხება ჯოშუას, იგი ამ დაპირისპირებას ქალიშვილის შეძენის ფონზე ხვდება. 37 წლის მოკრივეს თავისი გოგონა ჯერ პირადად არ უნახავს, თუმცა ფიურისთან ბრძოლისთვის მზადების პარალელურად, მას ვიდეოზარებით ეკონტაქტება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები