ლაშა გურული
Aa
Aa

მეხუთე ბრძოლა მოიგო - ლაშა გურულმა ბირმინგემში ვილსონი დაამარცხა

ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა პროფესიონალურ რინგზე მეხუთე ბრძოლა ჩაატარა და კარიერაში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

30 წლის გურული ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ადგილობრივ მოკრივეს, ჰიუი ვილსონს დაუპირისპირდა. შეხვედრა რვა რაუნდი გაგრძელდა და ქართველი სპორტსმენის სრული უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, ლაშამ მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ქართველმა მოკრივემ ბრძოლის განმავლობაში ვილსონს პრაქტიკულად არცერთ კომპონენტში არ მისცა უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა და პროფესიონალურ კარიერაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

ცნობისთვის, გურულის პროფესიონალურ კრივში დებიუტი 2025 წელს, რუსთავში შედგა. მას შემდეგ მან ყველა ბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები